ზარიფმა მკაცრი პასუხი გასცა ტრამპის განცხადებას

“ამერიკას კი, ირანის ეკონომიკურად დაქცევა სურს“

1209361
ზარიფმა მკაცრი პასუხი გასცა ტრამპის განცხადებას

 

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამად ჯავად ზარიფიმ, დონალდ ტრამპის მიერ იაპონიაში ვიზიტისას ირანის მიმართ გავრცელებული განცხადებების საპასუხოდ, სოციალურ ქსელ ტვიტტერით გავრცელებულ მესიჯში აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა არ ცდილობს ბირთვული იარაღის ხელში ჩაგდებას, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატები კი ირანზე სანქციების გაფართოებით, ერთის მხრივ ირანის მოსახლეობას აზარალებს, ხოლო მეორეს მხრივ კი, რეგიონში დაძაბულობას ზრდის. "ირანის უმაღლესმა სასულიერო ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, რამდენიმე ხნის წინ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ მიილტვის ბირთვული იარაღის შექმნისკენ. ხოლო ამერიკას კი, ირანის ეკონომიკურად დაქცევა სურს. ტრამპმა თავისი ზრახვები არა სიტყვით, არამედ ქმედებებით უნდა აჩვენოს“, ხაზს უსვამს ზარიფი. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ტოკიოში ვიზიტისას, იაპონიის  პრემიერ-მინისტრ შინზო აბესთან პირისპირი შეხვედრის დროს ირანის საკითხიც განიხილა და თქვა: "ირანში მე ძალიან ბევრ შესანიშნავ ადამიანს ვიცნობი. ირანს აქვს დიდი შესაძლებლობა, ახლანდელ ხელისუფლებასთან ერთად  გახდეს დიდი ქვეყნა. ჩვენ, რეჟიმის შეცვლისათვის გზებს არ ვეძიებთ, არც ბირთვული იარაღი გვინდა, ჩვენ უბრალოდ საქმის არსში ჩაწვდომა და გამჭვირვალობა გვინდა".



მსგავსი ინფორმაციები