ისრაელმა სირიის სამხედრო ობიექტი დაბომბა

დაიღუპა 1 ჯარისკაცი

1209308
ისრაელმა სირიის სამხედრო ობიექტი დაბომბა

 

ისრაელის არმიამ, სირიის საბრძოლო ბატარეას დაარტყა. ისრაელის არმიამ წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: "ისრაელის საჰაერო სივრცეში რუტინული ფრენის დროს, სირიის საზენიტო ბატარეამ ცეცხლი გაუხსნა ჩვენს თვითმფრინავს, რის საპასუხოდაც დავარტყით ცეცხლის გამხსნელ ბატარეას“. ასადის რეჟიმის კუთვნილი სანას საინფორმაციო სააგენტოს ცნობით კი, ისრაელის ბომბდამშენმა, სირიის სამხრეთ პროვინცია კუნეიტრაში მდებარე ჰან ერნებეს რეგიონში სირიული სამხედრო ობიექტი დაბომბა, რასაც 1 ჯარისკაცი ემსხვერპლა, 1 კი დაიჭრა. ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა: "ისრაელს არ მოითმენს მის მიმართ განხორციელებულ რაიმე აგრესიას და ყველა შესაძლო ნაბიჯს გადადგამს ამგვარი თავდასხმების საპასუხოდ". ჰამასის მხრიდან წერილობით გავრცელებულ განცხადებაში კი აღინიშნა, რომ სირიის მიწებზე განხორციელებული ყველა ასეთი თავდასხმა, მთელ არაბულ სამყაროზე განხორციელებული თავდასხმა არის



მსგავსი ინფორმაციები