აქარი თბილისში იმყოფება

მან მონაწილეობა მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აღლუმში

1208410
აქარი თბილისში იმყოფება

თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი, საქართველოს რესპუბლიკის შექმნის 101-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობდა.

თბილისში ჩასულ აქარს, აეროპორტში შეხვედრა მოუწყეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ბუთხუზიმ, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა შალვა ჯაბახიძემ და თურქეთის ელჩმა თბილისში ფატმა ჯერენ იაზგანიმ.

აქედან ისინი ერთობლივად გაემართნენ ცერემონიის გასამართ დამოუკიდებლობის მოედანზე, სადაც თურქ სტუმარს მისი ქართველი კოლეგა ლევან იზორია დახვდა და მათ შორის მოკლე საუბარი გაიმართა.

სტუმრების მხრიდან ადგილების დაკავების შემდეგ, ცერემონიის მონაწილეების წინაშე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პრემიერ-მინისტრი გიორგი ბახტაძე.

პრეზიდენტის მხრიდან აღლუმის მიღების შემდეგ კი საქართველოს სახელმწიფო დროშა, ეროვნული ჰიმნის შესრულებით აღმართეს.

ცერემონიის დასრულების შემდეგ აქარი ცალ ცალკე მიიღეს პრემიერმა ბახტაძემ და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა იზორიამ, რის დასრულების კვალდაკვალ დელეგაციათა შორის შეხვედრა გაიმართა და  განიხილეს ორ ქვეყანას შორის სამხედრო, თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროებში ურთიერთთანამშრომლობის საკითხები



მსგავსი ინფორმაციები