ღაზოს სექტორში დაძაბულობა გრძელდება

ღაზოს სექტორში დაძაბულობა გრძელდება

1208146
ღაზოს სექტორში დაძაბულობა გრძელდება

ისრაელის სამხედროების მიერ ბლოკადაში მოქცეულ ღაზის სექტორში „დიდი დაბრუნების მარში“ სახელწოდების მშვიდობიანი აქციის გამმართველი პალესტინელების მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო ბოლო მონაცემებით 16 პალესტინელი დაშავდა. ღაზაში, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ისრაელის სამხედროებმა ღაზის საზღვარზე აქციის მონაწილეების დასაშლელად რეზინის ტყვიები  გამოიყენეს, რის შედეგადაც 16  პალესტინელი დაშავდა.  პალესტინელები 2018  წლის 30 მარტიდან მოყოლებული ბლოკადაში მოქცეულ ღაზის საზღვართან „დიდი დაბრუნების მარში“-ს სახელწოდების აქციებს მართავენ. ისრაელის სამხედროები კი უდანაშაულო ხალხის  მიმართ ხშირად იყენებენ ნამდვილ ტყვიებს და პალესტინელებს კლავენ. 2018 წლის 30 მატრიდან დღემდე აღნიშნულ რეგიონში ისრაელის ჯარისკაცების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად 200-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა.



მსგავსი ინფორმაციები