ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა იზრდება

აშშ-ი ახლო აღმოსავლეთში დამატებით 1 500 ჯარისკაცს აგზავნის

1207943
ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა იზრდება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახლო აღმოსავლეთში დამატებით 1 500 სამხედროს გაგზავნის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა იაპონიაში გამგზავრებამდე თეთრი სახლის ეზოში ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.  დონალდ ტრამპის განცხადებით, სამხედროების გაგზავნა რეგიონში უკვე განლაგებული ჯარების „თავდაცვით“  ზომებს ემსახურება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას სავარაუდოდ პენტაგონი გააკეთებს. შეგახსენებთ, რომ ორი კვირის წინ, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმა (პენტაგონმა) გამოაცხადა, რომ  ახლო აღმოსავლეთში ირანთან მზარდი დაძაბულობის გამო სპარსეთის ყურეში  (USS Arlington)  სადესანტო ბატალიონი და პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემა  განათავსა. ამის შემდეგ კი კვირა დღეს დონალდ ტრამპმა ირანთან მიმართებაში  სოციალური ქსელის მეშვეობით ამ შინაარსის განცხადება გაავრცელა: „თუ ირანს სურს ომი, ეს ირანის ოფიციალური დასასრული იქნება“.



მსგავსი ინფორმაციები