დაეში-ს მორიგი თავდასხმა კირკუკში
დაეში-ს მორიგი თავდასხმა კირკუკში
1202701
ერაყის ქალაქ კირკუკში ტერ ორგანიზაცია, დაეშ-მა ფედერალურ პოლიციის განყოფილებაზე ორი თავდასხმა განახორციელა. კირკუკის ოპერაციების მეთაურის ლეიტენანტ, საად ჰარბიეს განცხადებით, დაეში-ს მიერ ფედერალურ პოლიციაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად 6 პოლიციელი დაიღუპა. მისივე განცხადებით, თავდასხმების რეგიონებში მასშტაბული ანტიტერორისტული ოპერაციები უკვე დაიწყეს. ტერ ორგანიზაცია, დაეშ-მა 2014 წლის ივნისის თვეში მოსულის ჩათვლის თითქმის ერაყის ერთი მესამედი დაიკავა. ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა კი 2017 წლის დეკემბრიდან დაწყებული ანტიტერორისტული ოპერაციებით, დაეში-ს კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიების უმეტესი ნაწილი უკან დაიბრუნეს. ტერ ორგანიზაცია ერაყის სხვადასხვა რეგიონებში მსგავს თავდასხმებს პერიოდულად ახორციელებს.