ბაღდადი და მოსკოვი ურთიერთობებს აღრმავებენ

ერაყმა შეიძლება რუსეთისგან S-400 სისტემები შეისყიდოს

1201936
ბაღდადი და მოსკოვი ურთიერთობებს აღრმავებენ

 

ერაყის ელჩმა მოსკოვში აიდარ მანსურ ჰადიმ განაცხადა, რომ ერაყის მთავრობამ გადაწყვიტა, რუსეთისგან S-400 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები შეისყიდოს და ამის თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება. ამის შესახებ ელჩმა, მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და იქვე იმედი გამოთქვა, რომ ამის საპასუხოდ  რუსი კომპანიები ერაყში ინვესტიციებს გაზრდიან, განსაკუთრებით ნავთობისა და ბუნებრივი გაზის სექტორში. "ერაყში ინვესტიციები გააჩნიათ ისეთ რუსულ კომპანიებს, როგორებიც არიან ლუკოილი, ბაშნეფტი, როსნეფტი და გაზპრომი, მაგრამ, პოტენცია დიდია და გვინდა რომ ამ კომპანიებმაც და სხვებმაც უფრო მეტი კაპიტალი ჩადონ ჩვენს ეკონომიკაში“, განაცხადა ჰადიმ. რამდენიმე დღის წინ რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ ბონდარევმა განაცხადა, რომ ერაყი შედის იმ პოტენციურ ქვეყნებში, რომლებსაც შეიძლება S-400 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები მიჰყიდონ



მსგავსი ინფორმაციები