ისრაელი ისევ ძალადობს
ისრაელი ისევ ძალადობს
პალესტინელების მიერ ბლოკადაში მოქცეულ ღაზის საზღვართან გუშინ გამართული „დიდი დაბრუნების მარში“-ს აქციის დროს, ისრაელის სამხედოების მიე გახსნილი ცეცხლის შედეგად წინასწარი მონაცემებით ერთი პალესტინელი დაიღუპა, 30 კი დაშავდა. ღაზაში, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ისრაელის სამხედროებმა ღაზაში ქალაქ რეფაში აქციის მონაწილეების დასაშლელად ნამდვილი ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, რის შედეგადაც ერთი პალესტინელი დაიღუპა, 30 კი დაშავდა. დაშავებულებს შორის ბავშვები და სამედიცინო პერსონალიც არიან. პალესტინელები 2018 წლის 30 მარტიდან მოყოლებული ოკუპირებულ ღაზის საზღვართან „დიდი დაბრუნების მარში“-ს სახელწოდების აქციებს მართავენ. ისრაელის სამხედროები კი უდანაშაულო ხალხის მიმართ ხშირად იყენებენ ნამდვილ ტყვიებს და პალესტინელებს კლავენ. 2018 წლის 30 მატრიდან დღემდე აღნიშნულ რეგიონში ისრაელის ჯარისკაცების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად 200-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა.