თვითმკვლელური ტერაქტი მარკეტში

დაიღუპა 7, დაიჭრა 8 კაცი

1198859
თვითმკვლელური ტერაქტი მარკეტში

 

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, თვითმკვლელის მიერ გუშინ  განხორციელებული ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა. ქვეყნის უსაფრთხოების წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ბაღდადის აღმოსავლეთში  მდებარე სადრის რაიონის ელ-ჯემილეს უბანში მოქმედ მარკეტში განხორციელებული თვითმკვლელური აფეთქების დროს, თვითმკვლელის გარდა კიდევ 7 კაცი დაიღუპა, 8 დაიჭრა. ბაღდადში, ამ ბოლო თვეებში შემცირდა ტერორისტული თავდასხმები და წინა წლებთან შედარებით უფრო სტაბილური გარემო შეიქმნა



მსგავსი ინფორმაციები