სირიაში სამოქალაქოების დაბომბვა გრძელდება

დაიღუპა კიდევ 8 კაცი

1196685
სირიაში სამოქალაქოების დაბომბვა გრძელდება

 

სირიიდან მიღებული ინფორმაციებით, “იდლიბის დაძაბულობის შემცირების ზონის“ საზღვრებში მდებარე ჰამას მახლობელ მორიკის, ლატამინეს, კაფერუმას, იჰსემისა და ქანსაფრას დასახლებულ პუნქტებზე წუხელ განხორციელებული საჰაერო და სახმელეთო თავდასხმების შედეგად, კიდევ 8 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, რამდენიმე კი დაიჭრა. ამავე ცნობებით, ინტენსიური დაბომბვების გამო მოსახლეობამ დაიწყო სახლ-კარის მიტოვება და უსაფრთხო ადგილებში გაქცევა. სირიის ადამიანის უფლებათა ქსელის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშით, ასადის რეჟიმის მიერ ამ ბოლო 4 დღის განმავლობაში განხორციელებულ თავდასხმებს 71 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. ამავე ორგანიზაციის აპრილის ანგარიშით კი, ამ თვეში თავდასხმებს მთლიანობაში 140 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. ასე რომ, 2018 წლის 17 სექტემბერს სოჭში ხელმოწერილი მორატორიუმის მიუხედავად, რეჟიმის ძალები ყველანაირ ძალადობებს და თავდასხმებს ამ რეგიონში აგრძელებენ, როცა მათ გარანტიორ რუსეთს ევალება, შეაჩერებინოს ესადის ძალებს ეს თავდასხმები. სწორედ ამ შეთანხმებაზე დაყრდნობით, სირიის ოპოზიციამ, გასული წლის ოქტომბერში, რეგიონიდან ყველანაირი მძიმე სამხედრო ტექნიკა გაიყვანა



მსგავსი ინფორმაციები