ზელენსკიმ რუსეთ-უკრაინის ურთიერთობები შეაფასა

“ჩვენ ამჟამად საერთო, მხოლოდ საზღვრებიღა გვაქვს“

1194398
ზელენსკიმ რუსეთ-უკრაინის ურთიერთობები შეაფასა

 

უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ, რუსეთის მიერ ქალაქ მარიუპოლის დაბომბვის შემდეგ, რასაც 30 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა, რუსეთ-უკრაინის ურთიერთობების შესახებ წერილობითი განცხადება გაავრცელა. “ყოველი განშორების შემდეგ კარგი დღეები დგება. დიდი ხანია ვფიქრობ, რუსეთსა და უკრაინას უფრო მეტი რა საერთო შეიძლება ჰქონდეთ. რეალობა კი ამგვარია, რომ დღეს, ყირიმისა და დონბასის ანექსიის შემდეგ, ჩვენ „საერთო“ დაგვრჩა მხოლოდ ერთი, 2295 კმ-ის სიგრძის სახელმწიფო საზღვრები“, წერს ზელენსკი სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებაში. მისივე თქმით, რუსეთმა,  უკრაინის ოკუპირებულ თითოეულ კილომეტრზე კონტროლი მას უნდა დააბრუნოს და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი „საერთოს“ ძიების გაგრძელება



მსგავსი ინფორმაციები