ერთობლივი წვრთნები დასრულდა
იგი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა

აზერბაიჯანში, თურქეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ ჩატარებული ერთობლივი სამხედრო წვრთნების დროს, მტრის სამიზნეები, მიწიდან და ჰაერიდან მთლიანად იქნა განადგურებული. ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში, მათ შეიარაღებულ ძალებს შორის კოორდინაციის გასაუმჯობესებლად სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა წვრთნები და ბოლო დღეს განხორციელებული ოპერაციები, არაფრით არ ჩამოუვარდებოდა რეალურ ბრძოლას. ბაქოს მახლობლად ჩატარებულ ამ წვრთნებში, ათასამდე ჯარისკაცი, მათ შორის 85 თურქი სამხედრო, 60 ტანკი და ჯავშანტექნიკა, 30 საარტილერიო და ნაღმტყორცნი, 20 მოიერიშე და სატრანსპორტო ვერტმფრენი მონაწილეობდა. ეს წვრთნები დასრულდა “დაჭრილების“ ვერტმფრენებით ევაკუაციით.
მსგავსი ინფორმაციები

ერაყის ჩრდილოეთში ანტიტერორისტული ოპერაცია გრძელდება
ერაყის ჩრდილოეთში სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ს წევრი 9 ტერორისტი გაანეიტრალეს