ჯევად ზარიფი ამერიკის პოლიტიკას აკრიტიკებს
ჯევად ზარიფი ამერიკის პოლიტიკას აკრიტიკებს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯევად ზარიფიმ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელი მთავრობის პოლიტიკა და ცალმხრივი გადაწყვეტილებები, სამომავლოდ სხვა ერებსაც დაემუქრება. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციით, კატარის დედაქალაქ დოჰაში გამართულ აზიის თანამშრომლობის დიალოგის მინისტერიალში მონაწილე ზარიფიმ სიტყვით გამოსვლისას ამერიკის პოლიტიკა გააკრიტიკა. „ძალაუფლების სხვა ერებზე გამოყენება, იმაზე მიუთითებს, რომ ადრე თუ გვიან, სხვა ერების მიმართაც მუქარის შემცველი გახდება. აშშ-ს პრეზიდენტ, დონალდ ტრამპის პოლიტიკა მართლაც და სახიფათოა. უკეთესი იქნება თუ ერთობლივად ვიმოქმედებთ, მის წინაშე. რადგან, ამერიკის ამჟამინდელი პოლიტიკა შეიძლება მომავალში მთელი მსოფლიოს წინაშე სახიფათო გახდეს,“ განაცხადა ირანელმა დიპლომატმა.
მსგავსი ინფორმაციები
ჰაკურკის რეგიონში სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK-ს 12 წევრი გაანეიტრალეს
ჰაკურკის რეგიონში სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK-ს 12 წევრი გაანეიტრალეს