ჩავუშოღლუ ბაღდადშია

“ერდოღანი ერაყს ამ წლის ბოლოს ეწვევა“

1191263
ჩავუშოღლუ ბაღდადშია
cavusoglu-el hekim.jpg

 

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუტ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეპ თაიპ ერდოღანი ერაყში ოფიციალურ ვიზიტს, ამ წლის ბოლოს განახორციელებს.

მევლუტ ჩავუშოღლუმ და მისმა ერაყელმა კოლეგამ მოჰამედ ალი ალ-ჰაკიმმა, მათი ბაღდადში გამართული პირისპირი შეხვედრის დასრულების შემდეგ  ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

თურქმა დიპლომატმა მასზე განაცხადა, რომ ალ ჰაკიმთან ძირითადად  ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს, ხოლო ამის პარალელურად ურთიერთ მოსაზრებები გაცვალეს რეგიონალურ და საერთაშორისო საკითხებში.

“ერაყელების საკუთარ სახლებში დაბრუნების მიზნით დაწყებულ ქვეყნის რეკონსტრუქციაში თურქეთი ერაყის გვერდით დგას, ხოლო ყველანაირი ურთიერთობების კიდევ უფრო გაფართოება-გაღრმავების მიზნით, მოსულისა და ბასრის გენერალური საკონსულოების შემდეგ, მსგავსი საკონსულოების გახსნას ვაპირებთ ნეჯეფსა და ქერქუქშიც“, განაცხადა ჩავუშოღლუმ და დაამატა, რომ ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის ერთად გააგრძელებენ მუშაობას რა, მის ფარგლებში ერაყის პრეზიდენტის, ბერჰემ სალეჰის ანკარაში ვიზიტის დროს მიღებული დადგენილებების განხორციელებასაც ერთობლივად ცდილობენ.

მისივე თქმით, ერდოღანი ბაღდადში ვიზიტს ამ წლის ბოლოს განახორციელებს.

ერაყელმა დიპლომატმა მადლობა გამოუცხადა ანკარას ყველანაირი მხარდაჭერისათვის და ხაზი გაუსვა, რომ უახლოეს ხანებში თურქეთს ერაყის პრემიერმინისტრი ეწვევა და ხელი მოეწერება მრავალ შეთანხმებას



მსგავსი ინფორმაციები