სირიის ჩრდილოეთში სომხური შეიარაღებული ფორმირება შეიქმნა

მას სომეხი ტერორისტის, ნუბარ ოზანიანის სახელი მიენიჭა

1189239
სირიის ჩრდილოეთში სომხური შეიარაღებული ფორმირება შეიქმნა

 

სირიული წყაროების ინფორმაციით, 1915 წლის 24 აპრილის  მოვლენების წლისთავზე,  სირიის ჩრდილოეთში მოქმედმა ქურთულმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ YPG/PKK-მ, რომელსაც თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს, სირიაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე უცხოელი ტერორისტებისგან, რომელთა უმრავლესობასაც სომხური წარმოშობისანი წარმოადგენენ, ახალი შეიარაღებული ფორმირება შექმნა, რომელსაც ქურთული დაჯგუფების ყოფილი წევრისა და შეტაკებაში მოკლული სომეხი ტერორისტის, ნუბარ ოზანიანის სახელი მიენიჭა.

ამ ახალი ფორმირების წესდებაში წერია, რომ ისინი როჟავას მიწებს, ე.ი. ქურთებით დასახლებულ ჩრდილოეთ სირიას,  “თურქთა აგრესიისაგან“ დაიცავენ.

სომხურ ბატალიონში ამჟამად 90 მილიტანია და ისინი თურქეთის საზღვრების გასწვრივ განლაგდებიან.

რაც შეეხება ტერორისტ ნუბარ ოზანიანს, იგი თურქეთში მოქმედი მემარცხენე TKP/ML TİKKO-ს სახელწოდების ტერ ორგანიზაციის ახლო აღმოსავლეთის მეთაურთაგანი იყო რა, თურქეთში უსაფრთხოების ძალების წინააღმდეგ მიმართულ მრავალ თავდასხმაში, ტერაქტებსა და შეტაკებებში მონაწილეობდა.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იგი სირიის ჩრდილოეთში, ქურთული YPG/PKK-ს რიგებში იბრძოდა და 2017 წელს მოკლულ იქნა



მსგავსი ინფორმაციები