საუდის არაბეთში 37 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს

საუდის არაბეთში ტერორგანიზაციის შექმნის და მტერთან თანამშრომლობის ბრალდებით 37 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს

1189272
საუდის არაბეთში 37 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს

საუდის არაბეთში ტერორგანიზაციის შექმნის და მტერთან თანამშრომლობის ბრალდებით 37 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს.

საუდის არაბეთის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, გუშინ დედაქალაქ ერ რიადში, ქალაქებში მექაში, მედინაში, ეშ შარქიეში ალ ქასიმში და ასირში „ტერორგანიზაციის შექმნის, პოლიციის განყოფილებებზე თავდასხმის, უსაფრთხოების ძალების წევრების მკვლელობის, მტრულ ძალებთან თანამშრომლობის ბრალდებით“ 37 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს.

სიკვდილით დასჯა, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების მხრიდან დამტკიცების შემდეგ სამეფოს ბრძანებით იქნა აღსრულებული.

ინფორმაციაში სიკვდილით დასჯილთა ვინაობის შესახებ არაფერია ნათქვამი, მხოლოდ ცნობილია, რომ ყველა საუდის არაბეთის მოქალაქეა.



მსგავსი ინფორმაციები