ფანატიკოსი ებრაელები მესჯიდი აქსას ისევ  დაესხნენ

ოკუპირებულ აღმოსავლეთ იერუსალიმში მდებარე მესჯიდი აქსა, მუსლიმების პირველ ყიბლეა

1187470
ფანატიკოსი ებრაელები მესჯიდი აქსას ისევ  დაესხნენ

ისრაელის პოლიციის თანხლებით დაახლოებით 167-მდე ფანატიკოსი  ებრაელი ოკუპირებულ აღმოსავლეთ იერუსალიმში მდებარე, მესჯიდი აქსას  ისევ  დაესხნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, იერუსალიმის ისლამური ფონდის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე განცხადებით ფესახის  (პასექი) დღესასწაულთან დაკავშირებით ფანატიკოსმა ებრაელებმა იერუსალიმის ერ-რაჰმეს შესასვლელის მახლობლად თალმუდის რიტუალები შეასრულეს. იუდაიზმის მიხედვით ებრაელები ამ დღეებში ფესახის დღესასწაულს აღნიშნავენ რა, ფანატიკოსი ებრაელები მორიის, იგივე ტაძრის მთად აღიარებულ, მესჯიდი აქსას მიმართ თავდასხმების გახშირების მოწოდებებს აკეთებენ. ოკუპირებულ აღმოსავლეთ იერუსალიმში მდებარე მესჯიდი აქსა, მუსლიმების პირველ ყიბლეა.



მსგავსი ინფორმაციები