გუტიერესმა კვიპროსის პრობლემის მოგვარების ანგარიში უშიშროების საბჭოს წარუდგინა
გუტიერესმა კვიპროსის პრობლემის მოგვარების ანგარიში უშიშროების საბჭოს წარუდგინა
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერესმა იმედი გამოთქვა, რომ კვიპროსის საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები და მოლაპარაკებები განახლდება. ანტონიო გუტიერესმა კვიპროსის პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით ანგარიში უშიშროების საბჭო წარუდგინა. გუტერესმა ანგარიშში ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის პრეზიდენტის მუსტაფ აქინჯის და სამხრეთ კვიპროსის ბერძნული მხარის ლიდერის, ნიკოს ანასტასიადისის გაეროს ზედამხედველობის ფარგლებში გამართული შეხვედრები „უიშვიათესი შანსი“ შეაფასა და დასძინა, რომ შეხვედრის შემდეგ გარკვეული ნდობის აღდგენის ღონისძიებები იქნა მიღებული. „კვიპროსის პრობლემის მოგვარება პირველ რიგში თვით მხარეების პოზიციებზეა დამოკიდებული. პრობლემის მოსაგვარებლად მხარეებმა გარკვეულ დათმობებზე უნდა წავიდნენ. პრობლემის ყოვლისმომცველი გადაწყვეტა, კეთილდღეობის და ნდობის გაზრდას შეუწყობს ხელს. ვიმედოვნებ, რომ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები და მოლაპარაკებები განახლდება. კუნძულის ორივე მხარეს მოვუწოდებთ ჩვენს მიერ შეთავაზებული 6 პუნქტიანი პირობები ხელმეორედ გადახედონ რა, ეს ორივე მხარის სასარგებლოდ იქნება. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ კვიპროსის ირგვლივ ბუნებრივი რესურსების გამოყენების უფლება, ორივე მხარისთვის თანაბარი პირობებში უნდა მოხდეს,“ ნათქვამია ანტონიო გუტერესის, გაეროს უშიშროების საბჭოსათვის წარდგენილ კვიპროსის პრობლემების მოგვარების შესახებ წარდგენილ ანგარიშში.