ერაყელმა სამართალდამცველებმა ალ-ანბარის პროვინციაში კიდევ ორი დაეში-ს ტერორისტი მოკლეს

ერაყელმა სამართალდამცველებმა ალ-ანბარის პროვინციაში კიდევ ორი დაეში-ს ტერორისტი მოკლეს

1182516
ერაყელმა სამართალდამცველებმა ალ-ანბარის პროვინციაში კიდევ ორი დაეში-ს ტერორისტი მოკლეს

ერაყის, ალ-ანბარის პროვინციის უდაბნოში სადესანტო ოპერაციის  რეგულირებისას სამართალდამცველებს ორი დაეში-ს ტერორისტი შეხვდათ რა, მომხდარის შეტაკების დროს სამართალდამცველებმა ტერორისტების ლიკვიდირება მოახდინეს. აღნიშნულის შესახებ განცხადებას, ალ-ანბარის პროვინციის პოლიციის სამმართველო ავრცელებს. მათივე თქმით,  უდაბნოში შეხვედრილი დაეშ-ელები თვითმკვლელი ტერორისტები გახლდათ,  რომელთაც ზედ აღმოაჩნდათ ბომბიანი ჟილეტები.  ალ-ანბარის პოლიციის სამმართველო თავის განცხადებაში იმასაც აღნიშნავს, რომ ლიკვიდირებული ორი ტერორისტის შემდეგ უდაბნოში ანტიტერორისტული ოპერაცია გააგრძელეს, რომლის დროსაც ძებნილი კიდევ სამი დაეში-ს წევრი ტერორისტი ცოცხლად დააკავეს. შეგახსენებთ, რომ ერაყის მთავრობამ 2017 წლის ბოლოს განაცხადა, რომ მათი ქვეყნის ტერიტორია,  დაეში-ს ტერორისტებისგან მთლიანად იქნა გაწმენდილი. მაგრამ, როგორც ვხედავთ, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან მდებარე ალ-ანბარის პროვინციის უდაბნოში დაეში-ს წევრები არსებობას აგრძელებენ.

 



მსგავსი ინფორმაციები