ანკარაში 9 აპრილის 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ქალაქ ანკარაში, საელჩოს შენობაში 9 აპრილის 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

1180716
ანკარაში 9 აპრილის 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ანკარაში 9 აპრილის 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ქალაქ ანკარაში, საელჩოს შენობაში 9 აპრილის 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც მიწვეული ქართველი და თურქი სტუმრები ესწრებოდნენ.   

მიწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ხსოვნას.

ღონისძიებაზე საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ სიტყვით მიმართა მოწვეულ სტუმრებს, ისაუბრა 9 აპრილის მნიშვნელობაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ 1989 წლის 9 აპრილი იყო უმძიმესი, ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე, თუმცა, ეს დღე თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა და ახალ ეპოქას მისცა დასაბამი.

ღონისძიების ფარგლებში ასევე ნაჩვენები იქნა ვიდეო რგოლი, რომლის შემდეგაც გაიმართა მიღება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზემოხსენებულმა ღონისძიებამ დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.

 



მსგავსი ინფორმაციები