საქართველოში 2020 წლიდან ელექტრომობილების წარმოება იწყება

საქართველოში წარმოებული   ელექტრომობილები, ‘Made in Georgia’  წარწერით იქნება

1178592
საქართველოში 2020 წლიდან ელექტრომობილების წარმოება იწყება

ჩინური კომპანიაChangan-ი სქართველოს ქალაქ,  ქუთაისში 2020 წლიდან ელექტრომობილებიწარმოებას იწყებს. ამიერკავკასიაში ეკო მიმართულებით მომუშავე, პირველი ინდუსტრიული ბიზნესჯგუფის პრეზენტაცია, გუშინ დედაქალაქ თბილისში გაიმართა. პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსულმა პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში ეკო მიმართულებით მრავალი პრობლემები არსებობს, მაგრამ, მათ აღმოსაფხვრელად სხვადასხვა პროექტებზე მუშაობენ რა, ამ თვალსაზრისით ჩინური კომპანია Changan-ი 2020 წლიდან ელექტრომობილების წარმოებას დაიწყებს. „ქარხნის წარმადობა იქნება 40 ათასი ავტომობილი წელიწადში, საიდანაც 50% შიდა ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი, ხოლო დანარჩენი ავტომობილები ექსპორტზე იქნება გატანილი.  ეს არის უდიდესი წარმატება. საქართველოში წარმოებული   ელექტრომობილები, ‘Made in Georgia’  წარწერით იქნება,“ განაცხადა მამუკა ბახტაძემ.



მსგავსი ინფორმაციები