მორიგი სკანდალური წინასაარჩევნო დაპირება ბენიამინ  ნეთანიაჰუსგან

მორიგი სკანდალური წინასაარჩევნო დაპირება ბენიამინ  ნეთანიაჰუსგან

1178421
მორიგი სკანდალური წინასაარჩევნო დაპირება ბენიამინ  ნეთანიაჰუსგან

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ 9 აპრილს გასამართ არჩევნებში გაიმარჯვებენ და ხელმეორედ დაიკავებს პრემიერმინისტრის სავარძელს, ოკუპირებულ იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე არალეგალური ებრაული დასახლების ტერიტორიებს ისრაელის სუვერენიტეტად გამოაცხადებს. ნეთანიაჰუმ ადგილობრივ ტელეკომპანიასთან,   მე-12 არხთან ინტერვიუში დღის წესრიგთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთა. „დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფო, ისრაელისთვის საფრთხეს წარმოადგენს. არ გავყოფ იერუსალიმს, არ განვახორციელებ, რომელიმე დასახლების ევაკუაციას,“ განაცხადა ნეთანიაჰუმ. ტელეწამყვანმა ნეთანიაჰუს ასეთი კითხვა დაუსვა: როგორც გოლანის მაღლობები და აღმოსავლეთ იერუსალიმი გამოაცხადეთ ისრაელის ტერიტორიებად, ანალოგიურის გაკეთებას აპირებთ, იორდანეს დასავლეთ სანაპიროს მიმართაც? რაზეც ასეთი პასუხი გასცა: „დიახ, მომდევნი ეტაპი ეგ იქნება რა, იორდანეს დასავლეთი სანაპიროს ტერიტორიების ისრაელის სუვერენიტეტში უნდა იყოს.  უზრუნველვყოფ, რომ ვაკონტროლოთ იორდანეს დასავლეთით ტერიტორია.“ ისრაელმა  1967 წლიდან მოყოლებული ოკუპირებულ იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე 250-მდე არალეგალური ებრაული დასახლებები გააშენა.



მსგავსი ინფორმაციები