სირიაში თავდასხმებს სამოქალაქოები ეწირებიან
დღევანდელ თავდასხმას 2 კაცი შეეწირა, 3 კი დაიჭრა

სირიიდან მიღებული ინფორმაციებით, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის ძალებმა, "იდლიბის დაძაბულობის შემცირების ზონაში" სამოქალაქო დასახლებები დაბომბეს, რის შედეგადაც 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 3 დაიჭრა. იდლიბის სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაციიდან გავრცელებული განცხადებით, რეჟიმის ძალებმა, რომელიც შედგება ირანის მიერ მხარდაჭერილი უცხოური ტერორისტული ჯგუფებისგან, სარაკეტო თავდასხმები განახორციელეს "იდლიბის დაძაბულობის შემცირება ზონაში" მდებარე ტამანიეს და ჰამას მახლობელ რამდენიმე დასახლებაზე, რომლებშიც მხოლოდ სამოქალაქო პირები ცხოვრობენ და ამ თავდასხმების შედეგად დღეს 2 კაცი დაიღუპა, 3 დაიჭრა. მარტის თვეში, ასადის რეჟიმის, ირანის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტული დაჯგუფებებისა და რუსეთის საჰაერო თავდასხმებს, მთლიანობაში 135 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა
მსგავსი ინფორმაციები

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 80 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 80 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული

ჯეიჰუნ ბაირამოვსა და სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
ჯეიჰუნ ბაირამოვსა და სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა