შირაზი კვლავ წყალდიდობას ებრძვის

გუშინ კიდევ  3 კაცი დაიღუპა

1178095
შირაზი კვლავ წყალდიდობას ებრძვის

 

ირანის სახელმწიფო ტელევიზია იტყობინება, რომ ქვეყნის სამხრეთში მდებარე ფარსის პროვინციის ქალაქ შირაზის მახლობელ ქოჰმერე სორჰის დასახლებაში, გადაუღებელი წვიმების შედეგად ადიდებულ მდინარეში დაიღუპა პიკნიკზე მყოფი ერთი ოჯახის სამი წევრი, ხოლო ადგილზე სასწრაფოდ მისულმა მაშველებმა ორი წევრის გადარჩენა შესძლეს. სამაშველო ჯგუფის განცხადებით, დაღუპულებს შორის 2 ქალი და 1 ბავშვია რა, მათი გვამები ამოღებულ და ამოცნობილია. ირანის 25 პროვინციაში ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ, დიდი ფინანსური და მატერიალური ზიანი მიაყენა ქვეყნის ეკონომიკას



მსგავსი ინფორმაციები