ისრაელის ჯარისკაცები ძალადობას აგრძელებენ
მათ კიდევ 1 პალესტინელი მოკლეს
1175183
ისრაელის ჯარისკაცებმა, ოკუპირებული იერუსალიმის ჩრდილოეთში მდებარე კალენდიის ლტოლვილთა ბანაკში 1 პალესტინელი, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
თვითმხილველთა განცხადებით, ისრაელის ჯარისკაცებმა დღეს დილით, კალენდიის ლტოლვილთა ბანაკი დაარბიეს და ამ დროს ცეცხლი გაუხსნეს ავტომანქანას, რომელშიც პალესტინელი ალი ადვანი იმყოფებოდა და იგი მანქანაშივე მოკლეს.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს წყაროებმაც დაადასტურეს, რომ ისრაელის ჯარისკაცებმა ადვანის დაცხრილული გვამი, მისი მოკვლიდან რამდენიმე საათის შემდეგ პალესტინის ჯანმრთელობის ცენტრს გადასცეს.
ამ ფაქტთან დაკავშირებით ისრაელის მხარეს რაიმე ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია