უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

პრეზიდენტის სავარძლისათვის სულ 39 კანდიდატი იბრძვის

1173830
უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

 

29 მილიონზე მეტი უკრაინელი ამომრჩეველი, დღეს მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებში, 39 კანდიდატიდან ერთ ერთს ქვეყნის ახალ პრეზიდენტად ამოირჩევს, რისთვისაც ქვეყნის 199 საარჩევნო ოლქში სულ 29 ათასი 888 საარჩევნო უბანია შექმნილი და ხმის მიცემა ადგილობრივი დროით 08:00 საათზე დაიწყო.

არჩევნები ვერ ტარდება რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონბასში და ყირიმში.

თუ არჩევნებში მონაწილე 39  კანდიდატიდან ვერც ერთი ვერ მოაგოვებს ხმების 50 პროცენტს, მაშინ, ორი ყველაზე მეტი ხმის მომგროვებელი 21 აპრილისათვის დანიშნულ მეორე ტურში იბრძოლებს.

არჩევნების ფავორიტებად ამჟამინდელ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან ერთად მსახიობი-კომედიანტი ვლადიმირ ზელენსკი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო სახელდებიან.

უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ ამ არჩევნებს, 17 ქვეყნისა და 19 საერთაშორისო ორგანიზაციის 349 უცხოელი დამკვირვებელი აკვირდება



მსგავსი ინფორმაციები