“მიწის დღის“ წლისთავზე, ღაზაში კვლავ სისხლი დაიღვარა
ისრაელის ჯარისკაცებმა კიდევ 4 ღაზელი შეჰიდი გახადეს
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისრაელის ჯარისკაცებმა, ღაზას სექტორში გამართული მორიგი სამშვიდობო აქციის დროს, ცეცხლი გაუხსნეს დემონსტრანტებს, რის შედეგადაც 4 პალესტინელი შეჰიდი გახდა, 316 დაიჭრა და მათგან 64 ნამდვილი ტყვიით, 16 პლასტიკური ტყვიით, ხოლო 223 კი ცრემლსადენი გაზის შედეგად და ამათგან 14 კაცის მდგომარეობა მძიმეა.
გასული წლის 30 მარტს, ე.წ. “დიდი დაბრუნების მარშის“ წლისთავის ფარგლებში, ღაზას სექტორში მასიური საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელზედაც, 2006 წლიდან ღაზისადმი დაწესებული ბლოკადის მოხსნას ითხოვენ და გუშინაც, ამავე მოთხოვნით ისრაელის მოსაზღვრე 5 რეგიონში შეიკრიბნენ პალესტინელები.
გასული ამ 1 წლის განმავლობაში ისრაელის ჯარისკაცების ძალადობებს 200-ზე მეტი ღაზელი ემსხვერპლა.
1976 წლის 30 მარტს, ებრაელებმა, გალილეის რეგიონში, პალესტინელების კუთვნილი მიწები მიისაკუთრეს, რის გასაპროტესტებლად პალესტინელებმა დემონსტრაციები დაიწყეს და ისრაელის ჯარისკაცებმა ამ დღეს 6 პალესტინელი მოკლეს რა, მას შემდეგ 30 მარტს ღაზელები "მიწის დღე"-ს აღნიშნავენ
მსგავსი ინფორმაციები
ალეპოში თურქეთის გენერალურმა საკონსულომ ფუნქციონირება დაიწყო
ალეპოში თურქეთის გენერალურმა საკონსულომ ფუნქციონირება დაიწყო