ისმაილ ჰანიემ და ალ სანიმ ისრაელ-ჰამასს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები განიხილეს

ისმაილ ჰანიემ და ალ სანიმ ისრაელ-ჰამასს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები განიხილეს

1173561
ისმაილ ჰანიემ და ალ სანიმ ისრაელ-ჰამასს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები განიხილეს

ღაზის სექტორში, ჰამასის ბიუროს  ხელმძღვანელმა ისმაილ ჰანიემ და კატარის საგარეო საქმეთა მინისტრმა, შეიხ მუჰამედ ბინ აბდურაჰმან ბინ ჯასიმ ალ სანიმ ისრაელ-ჰამას შორის მიმდინარე მოლაპარაკებები განიხილეს. ისმაილ ჰანიეს ოფისიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მან არაბთა სამიტში მონაწილეობის მიზნით ტუნისში მყოფ ალ სანისთან სატელეფონო საუბარი გამართა. სატელეფონო საუბრის დროს,  ჰანიემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების გაგრძელება, მხოლოდ და მხოლოდ პალესტინელების ინტერესების დაცვის მიზნით იქნება შესაძლებელი.  მეორეს მხრივ ისმაილ ჰანიემ დღეს გავრცელებულ წერილობით განცხადებაში აღნიშნა, რომ ღაზაში არსებული ჰუმანიტარული კრიზისის მოსაგვარებლად, ისრაელის ღაზის სექტორზე განხორციელებული თავდასხმების შესაჩერებლად, ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად, ბლოკადის მოსახსნელად და სხვა მრავალი პრობლემის მოსაგვარებლად ეგვიპტის შუამდგომლობით მოლაპარაკებები დაიწყეს.



მსგავსი ინფორმაციები