ნეთანიაჰუ ბლოკადაში მოქცეულ ღაზის სექტორს „ოპერაციით“ დაემუქრა

ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ბლოკადაში მოქცეულ ღაზის სექტორს „ოპერაციით“ დაემუქრა

1172894
ნეთანიაჰუ ბლოკადაში მოქცეულ ღაზის სექტორს „ოპერაციით“ დაემუქრა

ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ბლოკადაში მოქცეულ ღაზის სექტორს „ოპერაციით“ დაემუქრა.

ღაზის საზღვარზე განლაგებული ისრაელის სამხედრო ძალების მონახულების დროს ნეთანიაჰუმ რეგიონი დაათვალიერა.

ნეთანიაჰუს განცხადებით, თუ იძულებულები გახდებიან ფართო მასშტაბიან ომში ჩართონ, მათ არმის არ შეეშინდებათ და დაამატა: „ყველა დანარჩენი არჩევანის ამოწურვის შემდეგ ისრაელის ყველა მოქალაქემ იცოდეს, რომ თუ იძულებულები გავხდებით ფართო მასშტაბიან ომში ჩავერთოთ მასში ძლიერად ჩავერთვებით.“

ისრაელის პრემიერმინისტრის ნეთანიაჰუს თავმჯდომარეობით სამშაბათს გამართულ უსაფრთხოების შეხვედრაზე ღაზის საზღვარზე განლაგებული ნაწილებისათვის დამატებითი ძალების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღეს.  

პალესტინის მიწის დღის 43-ე წლისთავთან დაკავშირებით შაბათს ღაზის საზღვარზე ფართო მასშტაბიანი დემონსტრაციის გამართვას ელოდებიან.


ისრაელი კი პალესტინელების მიერ ყოველწიურად 30 მარტს გამართული „მიწის დღის“ აღნიშვნამდე ბლოკადაში მოქცეული ღაზის სექტორის საზღვარზე სამხედროების მობილიზებას ახდენს.
 



მსგავსი ინფორმაციები