ალიევი  და ფაშინიანი  მთიანი ყარაბაღის საკითხის  განსახილველად პირველ  ოფიციალურ შეხვედრას მართავენ

ალიევი  და ფაშინიანი  მთიანი ყარაბაღის საკითხის  განსახილველად პირველ  ოფიციალურ შეხვედრას მართავენ

1173314
ალიევი  და ფაშინიანი  მთიანი ყარაბაღის საკითხის  განსახილველად პირველ  ოფიციალურ შეხვედრას მართავენ

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა  ილჰამ ალიევმა  და სომხეთის პრემიერმინისტრმა  ნიკოლ ფაშინიანმა  ავსტრიის დედაქალაქ,   ვენაში მთიანი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით  პირველი შეხვედრა გამართეს. აღნიშნულ შეხვედრას ოფიციალური ერევნის მთავრობაც ადასტურებს. რუსული სააგენტო „სპუტნიკი“-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და ეუთო-ს მინსკის ჯგუფის წარმომადგენლებიც ესწრებიან. დღეს ვენაში ასევე,  ალიევი და ფაშინიანი  საკითხთან დაკავშირებით პირისპირ შეხვედრასაც განიხილავენ. ამ შეხვედრასთან  დაკავშირებით აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსპიკერი ჰიქმეთ ჰაჯიევიც სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს განცხადებას, რომელშიც ნათქვამია: „აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის საკითხის საერთაშორისო სამართლის ფარგლებში მოგვარების მომხრეა. მთიანი ყარაბაღი კანონიერად აზერბაიჯანის ტერიტორიაა, მაგრამ,  ფიზიკურად სომხეთის  ოკუპაციაშია.“



მსგავსი ინფორმაციები