ისმაილ ჰანიემ ამერიკის გოლანის მაღლობების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გააკრიტიკა

ისმაილ ჰანიემ ამერიკის გოლანის მაღლობების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გააკრიტიკა

1172593
ისმაილ ჰანიემ ამერიკის გოლანის მაღლობების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გააკრიტიკა

ღაზის სექტორში, ჰამასის ბიუროს  ხელმძღვანელმა ისმაილ ჰანიემ განაცხადა, რომ აშშ-ს მიერ გოლანის მაღლობების, ისრაელის სუვერენიტეტის შესახებ გადაწყვეტილება, მუსლიმების მხრიდან მიუღებელია. ჰანიემ საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ წერილობით განცხადებაში ამერიკა მკაცრად გააკრიტიკა. „აშშ-მ გოლანის მაღლობების შესახებ სასტიკი გადაწყვეტილება მიიღო. აშშ-ს ეს გადაწყვეტილება არაბების და მუსლიმებისთვის მიუღებელია,“ განაცხადა ისმაილ ჰანიემ.   შეგახსენებთ, რომ ტრამპის გოლანის მაღლობების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას მსოფლიოს მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა. მისი ეს გადაწყვეტილება, გაერომ, ევროკავშირმა, თურქეთმა, ინგლისმა, რუსეთმა, კანადამ და სხვა მრავალმა ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციებმა დაგმეს.   გოლანის მაღლობები, რომლებიც სირიის ტერიტორიებია, 1967 წლიდან ისრაელის ოკუპაციაშია.



მსგავსი ინფორმაციები