ბორანის ჩაძირვის გამო გუბერნატორი და მისი მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლეს

მათ ბრალი დაედოთ დაუდევრობასა და გულგრილობაში

1169630
ბორანის ჩაძირვის გამო გუბერნატორი და მისი მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლეს

 

ერაყის ფედერალური პარლამენტის ასამბლეამ, ბორანის ტრაგედიისა და 103 კაცის დაღუპვის გამო, თანამდებობიდან გადააყენა მოსულის გუბერნატორი და მისი მოადგილე, რომელთაც ბრალი დაედოთ დაუდევრობასა და გულგრილობაში. პარლამენტის ეს რიგგარეშე სხდომა დღეს  ერაყის პრემიერ-მინისტრ ადილ აბდულმეჰდის თავჯდომარეობით გაიმართა და ხმის უმრავლესობით მიიღეს  გადაყენების დადგენილება. ამავე დადგენილებით საბორნე კატასტროფის დროს დაღუპულები შეჰიდებად გამოცხადნენ და ამიტომ, მათ ოჯახებს კომპენსაცია გაეცემათ. მოსულში, სამი დღის წინ, მდინარე ტიგროსში სამგზავრო ბორანი ჩაიძირა, რასაც 103 კაცი ემსხვერპლა, ხოლო რამდენიმე კაცი დაკარგულად არის გამოცხადებული, რომელთა ძიებაც გრძელდება. ამ ტრაგედიის გამო საბორნე სამმართველოს 9 თანამშრომელი სამუშაოდან გაათავისუფლეს



მსგავსი ინფორმაციები