კოალიციამ მრავალი სამოქალაქო შეიწირა

ამის შესახებ SNHR-შია აღნიშნული

1167432
კოალიციამ მრავალი სამოქალაქო შეიწირა

 

სირიის ადამიანის უფლებათა ქსელმა (SNHR),  აშშ-ს ხელმძღვანელობით კოალიციის მიერ  2014 წლის სექტემბერში, DEAŞ-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართვის აქეთ  გამოწვეული სამოქალაქო მსხვერპლის ანგარიში გამოაქვეყნა და მისი მიხედვით, 2014 წლის სექტემბრიდან,  კოალიციის მიერ რაკასა და დეირი-ზორში განხორციელებულ თავდასხმებს მთლიანობაში 3035 სამოქალაქო პირი,  ამათგან 924 ბავშვი და 656 ქალი შეეწირა. ამავე ანგარიშით დაღუპულთა 32%-ი ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში იქნენ მოკლულნი, ხოლო ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში განხორციელებული თავდასხმები კი თურმე  "ქაოტური და შემთხვევითი" ყოფილა. ანგარიშში ასევე წერია, რომ ფოსფორის ბომბის გამოყენება სირიაში პირველად ტრამპის პერიოდში დაფიქსირდა და 5 ასეთი ბომბი იქნა გამოყენებული. “რაკკას და დეირი-ზორში მთლიანობაში 182 საზოგადოებრივი ნაგებობა დაიბომბა, მათ შორის 25 სკოლა და15 ჯანდაცვის ობიექტი, ხოლო იძულებითი ადგილნაცვალი გახდა 560 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე“, აღნიშნულია ამ ანგარიშში



მსგავსი ინფორმაციები