„ნატო-საქართველოს სწავლება 2019“  თბილისში დაიწყო

სწავლების ფარგლებში 25 მარტს  საქართველოს, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვევა

1165833
„ნატო-საქართველოს სწავლება 2019“  თბილისში დაიწყო

ნატო-საქართველოს სწავლება 2019“, რომელშიც 24 ქვეყანა იღებს მონაწილეობას, საქართველოს დედაქალაქ თბილისში ოფიციალურად დაიწყო.  საქართველოს თავდაცვის მინისტრის  პირველმა მოადგილე ლელა ჩიქოვანმა განაცხადა, რომ ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლება არცერთი ქვეყნის მიმართ მუქარით არ შემოიფარგლება. „ეს, საქართველოს  თავდაცვის ძალების გაძლიერების მიზნით ხორციელდება და არავითარ შემთხვევაში რომელიმე მესამე ქვეყნის მიმართ არ არის მიმართული. ეს სწავლება,  საქართველოს ნატოში თავსებადობის ხარისხს შეუწყობს ხელს,“ განაცხადა ლელა ჩიქოვანმა.  საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ სწავლებაში ზოგიერთი ქვეყნების წარმომადგენლები და ოფიცრები მიიღებენ მონაწილეობას. საქართველო მსგავს სწავლებას უკვე მეორედ მასპინძლობს. პირველი ერთობლივი სწავლება 2016 წელს ჩატარდა. კრწანისის სამხედრო ბაზაზე დაწყებული საქართველო-ნატო-ს გაერთიანებული ძალების წვრთნის ცენტრის (JFTC) ერთობლივი სწავლება, 29 მარტს დასრულდება. სწავლებაში საქართველოს, თურქეთის, აზერბაიჯანის, ალბანეთის, ბელგიის, ბულგარეთის, ჩეხეთის რესპუბლიკა, დანიის, ესტონეთის, ჰოლანდიის, ნორვეგიის, პოლონეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, სლოვაკეთის, აშშ-ს, შვედეთის, და გერმანიის სამხედრო პერსონალი იღებს მონაწილეობას. სწავლების ფარგლებში საქართველოს ეწვევა ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, რომელიც 25 მარტს JTEC-ს მოინახულებს.

 



მსგავსი ინფორმაციები