ისრაელი იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე და ღაზის სექტორში პალესტინელებზე ძალადობას განაგრძობს

ოკუპირებულ იორდანეს დასავლეთ სანაპიროსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში ისრაელის ძალები,  პალესტინელების სახლებში სხვადასხვა ბრალდებებით უკანონო ჩხრეკებს ხშირად ატარებს და პალესტინელებს აკავებენ

1163680
ისრაელი  იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე და ღაზის სექტორში პალესტინელებზე ძალადობას განაგრძობს

ისრაელის სამხედროებმა ოკუპირებულ იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე და ღაზის სექტორში  კიდევ 20 პალესტინელი დააკავეს.  ისრაელის შეიარაღებული ძალების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათმა ჯარებმა ოკუპირებულ იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე გუშინ ღამით სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული ოპერაციების დროს 15, ხოლო ღაზის სექტორში 5  პალესტინელი, რომლებიც თითქოს და ისრაელის მხარეს უკანონოდ აპირებდნენ გადასვლას,  დააკავეს. მათივე განცხადებით, დაკავებულები თითქოს და ‘ტერორისტულ აქტებში’ მონაწილეობდნენ. დაკავებული პალესტინელები დაკითხვის მიზნით წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი.  ოკუპირებულ იორდანეს დასავლეთ სანაპიროსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში ისრაელის ძალები,  პალესტინელების სახლებში სხვადასხვა ბრალდებებით უკანონო ჩხრეკებს ხშირად ატარებს და პალესტინელებს აკავებენ.  პალესტინის ოფიციალური მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ამჟამად ისრაელის ციხეებში 5700-ზე მეტი  პალესტინელი იმყოფება, მათ შორის 230 ბავშვია.



მსგავსი ინფორმაციები