ირან-ერაყს შორის სავიზო მიმოსვლა უფასო გახდა

ამის შესახებ შეთანხმება მიიღეს რუჰანიმ და აბდულმეჰდიმ

1162065
ირან-ერაყს შორის სავიზო მიმოსვლა უფასო გახდა

 

ირანის პრეზიდენტის ჰასან რუჰანის კომუნიკაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ბერვიზ ისმაილიმ სოციალური მედიის ანგარიშზე განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ირან-ერაყს შორის უფასო სავიზო რეჟიმის გადაწყვეტილება მიიღეს.

“ჩვენი პრეზიდენტის, ჰასან რუჰანისა და ერაყის პრემიერ-მინისტრ ადილ აბდულმეჰდის პირისპირ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ორივე ქვეყნის მოქალაქეთათვის სავიზო რეჟიმი აპრილიდან უფასო გახდეს“, ხაზი გაუსვა ისმაილიმ.

ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი გუშინ, ოფიციალური ვიზიტით ეწვია ბაღდადს, სადაც მას პირისპირი შეხვედრები მოუწყვეს ჯერ თავისმა ერაყელმა კოლეგამ ბეჰრემ სალიჰმა, შემდეგ კი პრემიერ მინისტრმა ადილ აბდულმეჰდიმ.

რუჰანის ეს ვიზიტი სამ დღიანი იქნება და მის ფარგლებში შიიტებისათვის წმინდა ქალაქ ნეჯეფშიც ჩავა, სადაც მას  შეხვედრა ექნება შიიტების ერთ-ერთ ყველაზე დიდ რელიგიურ წარმომადგენელთან, აიათულლაჰ ალი ეს-სისტანთან და ასევე ერაყის სხვა პოლიტიკურ და რელიგიურ წარმომადგენლებთან



მსგავსი ინფორმაციები