ზარიფი თავისმა ერაყელმა კოლეგამ მიიღო
თეირანმა ბაღდადს ვიზების გაუქმების წინადადება შესთავაზა
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯევად ზარიფმა, განაცხადა, რომ ერაყს სავიზო რეჟიმის გაუქმების წინადადება შესთავაზეს.
ირანული მედიის ცნობით, ამის შესახებ ირანელმა დიპლომატმა ბაღდადში, ერაყელ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, სადაც იგი ირანის პრეზიდენტის, ჰასან რუჰანის ერაყში დაგეგმილი ვიზიტის წინ იმყოფება.
"ჩვენ შევთავაზეთ ერაყელ ძმებს, რომ ორ ქვეყანს შორის ვიზები ან მთლიანად გავაუქმოთ, ან უფასო გავხადოთ, ანდა სავიზო ფასები მინიმალურ დონემდე შევამციროთ. ასე რომ, მოლაპარაკებებს ვაგრძელებთ და იმედი მაქვს, რომ ამ საკითხზე შევთანხმდებით და სასიხარულო ინფორმაციასაც მოგაწვდით“, განაცხადა ზარიფიმ.
მისივე თქმით, თავის ერაყელ კოლეგა მუჰამმედ ალი ელ ჰექიმთან ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგეტიკულ სექტორებში ურთიერთთანამშრომლობის გააქტიურების მემორანდუმს გააფორმებენ