თავდასხმა იდლიბის დაძაბულობის შემცირების ზონაში

დაიღუპა 4, დაიჭრა 6 კაცი

1160731
თავდასხმა იდლიბის დაძაბულობის შემცირების ზონაში

 

სირიაში, ასადის რეჟიმის და ირანის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტული დაჯგუფები, წუხელ საღამოს, "იდლიბის დაძაბულობის შემცირების ზონაში", საარტილერიო ჭურვებით და რაკეტებით  დაესხნენ თავს ჰან შეიჰუნის, სერაქიბის და ქეფ რენბილის მშვიდობიან მოსახლეობას, რის შედეგადაც 4 კაცი დაიღუპა, 6 დაიჭრა.

გარდა ამისა, გუშინვე, რეჟიმის ძალებმა ჰამას რეგიონში შემავალ მორიქის რაიონში მოქმედ სამოქალაქო თავდაცვის ცენტრს რაკეტები ესროლეს, რასაც, ხსენებული ორგანიზაციის ერთი თანამშრომელი ემსხვერპლა.

ასადის რეჟიმისა და ირანის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტული დაჯგუფები ხშირად არღვევენ სოჭის შეთანხმებას იდლიბის დაძაბულობის შემცირების ზონაში, რასაც უკვე მთლიანობაში 121 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა, 348-ზე მეტი დაიჭრა.



მსგავსი ინფორმაციები