ირანელები ფალსიფიცირებული არყებით იღუპებიან

35 მოწამლულიდან 5 დაიღუპა

1161231
ირანელები ფალსიფიცირებული არყებით იღუპებიან

 

ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო IRNA იტყობინება, რომ გასულ კვირას, ირანის დასავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში ფალსიფიცირებული სასმელებით მოწამვლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა. "ერთი კვირის განმავლობაში ამ პროვინციაში მთლიანობაში 35 ადამიანი მოიწამლა ფალსიფიცირებული არაყით და მათგან 5 დაიღუპა, ხოლო დანარჩენების მკურნალობა გრძელდება", აღნიშნა ირნამ. ბოლო 6 თვის განმავლობაში ამ ქვეყანაში, დაახლოებით 100 ადამიანი დაიღუპა ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელისგან. როგორც ცნობილია, ალკოჰოლური სასმელები წარმოება და სმა აკრძალულია ირანში, მაგრამ, მიუხედავად ამისა,  ზოგიერთები სახლებში ან არალეგალურ ცეხებში ამზადებენ ალკოჰოლურ სასმელებს. ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, ალკოჰოლური სასმელები მწარმოებლები, მყიდველები ან გამყიდველები, 6 თვიდან 1 წლამდე პატიმრობას იხდიან, ანდა 74 როზგს ურტყამენ



მსგავსი ინფორმაციები