პკკ-ას წევრი აზერბაიჯანში გაასამართლეს

ბაქოს სასამართლომ მისი ექსტრადაციის განაჩენი გამოიტანა

1159293
პკკ-ას წევრი აზერბაიჯანში გაასამართლეს

 

ბაქოს მძიმე დანაშაულთა სასამართლომ, ქურთული სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია PKK-ს, აზერბაიჯანში დაკავებული წევრის, ოზგურ დუმანის თურქეთში ექსტრადაციის გადაწყვეტილება გამოიტანა.

ხსენებულმა სასამართლომ, ექსტრადაციის საკითხი აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განიხილა და 29 წლის ქურთი სეპარატისტის ანკარისათვის გადაცემის დადგენილება მიიღო.

ოზგურ დუმანს ბრალი ედება PKK-ს წევრობაში და ასაფეთქებელი მასალების დამზადებაში, ამიტომაც მასზე ძებნა იყო გამოცხადებული.

უკვე დადგენილია, რომ ეს სეპარატისტი თურქეთიდან საქართველოში გაიქცა და აქედან გადავიდა აზერბაიჯანში, რომლის საემიგრაციო ბიუროში დროებითი ბინადრობის მიღება, როგორც სირიელ მოქალაქეს, ისე უნდოდა, მაგრამ, აზერბაიჯანელი მოსამსახურეების სიფხიზლემ მისი სიცრუე გამოაშკარავა და დაკავებულ იქნა



მსგავსი ინფორმაციები