ანკარამ 100 ათასი დოზა წითელას ვაქცინა გაუგზავნა თბილისს
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ მადლობა გადაუხადა თურქეთს
1159579
თურქეთმა, საქართველოს მოთხოვნის საფუძველზე, 100 ათასი დოზა წითელას ვაქცინა გაუგზავნა.
თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 13 თებერვალს გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს 100,000 დოზა წითელას ვაქცინა გადაეგზავნა.
ეს ვაქცინა საქართველოს, რეფრიჟერატორი ტრაილერებით და მანქანებით, სარფზე გავლით გადაეგზავნა რა, მათი ტრანსპორტირების კონტროლი, თვალთვალის სისტემით წარმოებდა.
ამ ვაქცინების თბილისში ჩატანის კვალდაკვალ, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ, ამ დახმარებისათვის ანკარას ოფიციალური მადლობა გადაუხადა