ისრაელის მორიგი საჰაერო თავდასხმა „ჰამასი“-ს შტაბზე

ისრაელის არმიამ ბოლო დროს სხვადასხვა ბრალდებებით ღაზაში თავდასხმები გაახშირა

1158000
ისრაელის მორიგი საჰაერო თავდასხმა „ჰამასი“-ს შტაბზე

ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავებმა ღაზაში მოძრაობა „ჰამასის“ პოზიციებზე მორიგი საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, ისრაელის არმია ავრცელებს.  არმიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ისრაელის მოქალაქეების მიმართ განხორციელებული თავდასხმა სახიფათო ქმედებაა რა, ღაზაში არსებული სიტუაციის პასუხისმგებელი თვით „ჰამასი“ გახლავთ. თავდასხმისას რაიმე სახის მსხვერპლი, ან დაშავება თუ მოჰყვა, ამის შესახებ განცხადება არ გავრცელებულა. პალესტინის მხრიდან საკითხთან დაკავშირებით  ჯერ-ჯერობით არანაირი განცხადება არ გავრცელებულა. ისრაელის არმიამ ბოლო დროს სხვადასხვა ბრალდებებით ღაზაში თავდასხმები გაახშირა.



მსგავსი ინფორმაციები