წყალდიდობას 3 ჯარისკაცი ემსხვერპლა
სამივეს გვამი მიგნებულია
1155893
ირანიდან მიღებული ინფორმაციით, ამ ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე სისტან-ბელუჯიტანის პროვინციაში, სამი ჯარისკაცი დაიღუპა წყალდიდობისგან. ადგილობრივი მედიის ცნობით, სისტან-ბელუჯიტანის პროვინციაში, კონკრეტულად კი პაკისტანის მოსაზღვრე მირკავას რაიონში, წუხელ ღამით, უცბად მოვარდნილი წყალდიდობის შედეგად, სამი მესაზღვრე ჯარისკაცი დაიღუპა, მათგან 1 ოფიცერი იყო და სამივეს გვამს უკვე მიაგნეს