საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავიდა

ალიევმა და ზურაბიშვილმა ერთობლივი პრესკონფერენციის დროს მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთეს

1153863
საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავიდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი ერთობლივი პროექტების მეშვეობით რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას უწყობენ ხელს.  მან ამის შესახებ, ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში მყოფ, საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან პირისპირ და დელეგაციებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტი წარმატებულად განხორციელდა. აღნიშნული პროექტი ამ რეგიონისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია. იგი უმოკლეს ხანებში დასრულდება,“ აღნიშნა ალიევმა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, მათი ქვეყნის,  საქართველოსთან ურთიერთობებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 1990-იანი წლებიდან მოყოლებული ერთობლივი პროექტების ფარგლებში, ბაქო-სუფსა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-თბილისი-ერზრუმიბუნებრივი აირიმილსადენები აშენდა და დაამატა:    „ყველაფერი ეს ერთად აზერბაიჯანმა, საქართველომ და თურქეთმა ერთად განვახორციელეთ. დღეს ეს პროექტები ეკონომიკურ აღორძინებას დიდწილად ზრდის. ბუნებრივი აირის სამხრეთი დერეფნის პროექტი ამ მიმართულებაზე წარმატებულად განვახორციელეთ. ეს რეგიონში ყველაზე დიდი ინფრასტრუქტურული პროექტია. ბუნებრივი აირის სამხრეთი დერეფნის პროექტის დასრულებამდე ცოტა დრო დარჩა. გასული წელი ამ პროექტისათვის ძალზედ მნიშვნელოვანი იყო. ბუნებრივი აირის სამხრეთი დერეფანი 2018 წელში ოფიციალურად გაიხსნა და პროექტის დიდი ნაწილი  TANAP-ის პროექტი განხორციელდა. TANAP-ის ხაზით გაზის მიწოდება ხდება. ეს პროექტები ჩვენი ქვეყნებისა და რეგიონისათვის დიდი მნიშვნელობის მატარებელია და თანამშრომლობას უფრო ფართო გაგებით აღრმავებს. პროექტის დასაწყისში სამი ქვეყანა თუ თანამშრომლობდა დღეს ამ ქვეყნების რიცხვი გაიზარდა და ამ პროექტს ახალი პარტნიორები ემატება.“  

ალიევის თქმით, განხილული იქნა ასევე ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის საკითხი და დაამატა: „ამ პროექტებსაც დიდი სარგებლობა მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის გახსნის შედეგად გაიზრდება ჩვენს ქვეყნებზე გამავალი ტვირთის მოცულობაც. ისევ ამ პროექტის პირველ ეტაპზე ვართ მაგრამ ამით ვსარგებლობთ და აჩვენებს რომ გაზრდილი გადაზიდვა ჩვენკენ მოდის.“

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე  დასძინა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის გახსნის შემდეგ აზერბაიჯანმა, კასპიის ზღვის აღმოსავლეთ მეზობლებთან აქტიური მოლაპარაკებები დაიწყო.

„ეს ჩვენი ერთობლივი პროექტია. ეს ახალი პროექტი კონტინენტების გაერთიანებას უზრუნველყოფს“- აღნიშნა ალიევმა. 

ერთობლივი პრესკონფერენციის დროს საქართველოს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მეზობელ ქვეყნებს საერთო ისტორია აქვთ და ბოლო რამდენიმე საუკუნეში, მრავალი ტრაგედიები ერთად გადაიტანეს. მისივე თქმით, მათ ენერგეტიკის სფეროში  მასშტაბური პროექტები განახორციელეს. "ჩვენ მთელ მსოფლიოს ვაჩვენეთ, რომ კავკასია ცენტრალური რეგიონია, რომ დერეფანიც არის სტაბილური დერეფანი და ამ რეგიონში დიდი ინვესტიციები შეიძლება გაკეთდეს. ახლა ჩვენი მიზანია, უფრო დიდი პროექტები დავაყენოთ დღის წესრიგში“, განაცხადა ზურაბიშვილმა. მანვე ტრანსპორტირების დღევანდელ მსოფლიოში არსებულ დიდ და პერსპექტიულ მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა: "სატრანსპორტო სექტორი ძალიან მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოსათვის. აზიის, ჩინეთისა და ევროპის გაერთიანება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ჩვენ მივყვებით ამ გზას, ეს არის მოკლე გზა. ამ გზის განვითარება ჩვენზეა დამოკიდებული.“



მსგავსი ინფორმაციები