დღეს ხოჯალოს ტრაგედიის 27-ე წლისთავია

“ჯერ კიდევ სომხეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება აზერბაიჯანის ტერიტორიის 20%-ი“

1152441
დღეს ხოჯალოს ტრაგედიის 27-ე წლისთავია

 

თურქული სამყაროს პარლამენტების კავშირის თავჯდომარემ ნაილ ჩელებიმ, ხოჯალის ხოცვა-ჟლეტის 27-ე წლისთავთან დაკავშირებით პრეს კონფერენცია გამართა ანკარაში და მკაცრად დაგმო სომხების  მიერ აზერბაიჯანულ დასახლება ხოჯალიში, 1992 წლის 26 თებერვალს განხორციელებული საშინელი ტრაგედია, რასაც ასობით ქალი და ბავშვიც შეეწირნენ და რომელიც გენოციდად აღიარა რამდენმე სახელმწიფომ.

"ჩვენ თანაგრძნობას ვუცხადებთ და ვიზიარებთ აზერბაიჯანელი და-ძმების ამ დიდ ტკივილს, რომელსაც ჩვენ ისევე ვგრძნობთ ჩვენს გულებში, როგორც აზერბაიჯანელი ხალხი“, განაცხადა ჩელებიმ და იქვე დაამატა, რომ როგორც სრებრენიცას გენოციდის დროს, ასევე ხოჯალის დროსაც, დასავლეთმა თვალი დაუხუჭა ამ არა ადამიანობას და იქვე დამნაშავეების გამოვლენა და მკაცრად დასჯა მოითხოვა.

მისივე თქმით, ჯერ კიდევ სომხეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება აზერბაიჯანის ტერიტორიის 20%-ი და გაეროს 4 რეზოლუციის მიუხედავად, სომხეთი არ ანთავისუფლებს ამ ოკუპირებულ ტერიტორიებს, რის გამოც აზერბაიჯანს აქვს მათი უკან დაბრუნების უფლებამოსილება.

მანვე ეუთოს მინსკის ჯგუფს მოუწოდა, ან შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, ანდა, სასწრაფოდ გაუქმდეს როგორც არაფრის მაქნისი ორგანიზაცია.

1992 წლის 26 თებერვალს, სომხურმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა, რუსეთის 366-ე მოტორიზებული პოლკის დახმარებით, შეტევა მიიტანეს სტრატეგიულად მეტად მნიშვნელოვან ამ დასახლებაზე და სასტიკად და ვერაგულად მოკლეს 613 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 63 ბავშვი და 106 ქალი



მსგავსი ინფორმაციები