ეჰერში არყით მოიწამლნენ

3 კაცის მდგომარეობა მძიმეა

1152214
ეჰერში არყით მოიწამლნენ

 

ირანული ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით, რომელიც ეყრდნობა ქალაქ ეჰერის საავადმყოფოს მთავარი ექიმის განცხადებას, ამ ქვეყნის აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში მდებარე ქალაქ ეჰერში, ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელისგან 73 ადამიანი მოიწამლა და მათგან სამის მდგომარეობა ძალზედ მძიმეა.

ამავე ცნობით, მოწამლულთა ასაკი მერყეობს 19-დან 50 წლამდე და უმრავლესობა სოფელ ვერგეჰანის მკვიდრს წარმოადგენს.

როგორც ცნობილია, ალკოჰოლური სასმელების წარმოება და სმა აკრძალულია ირანში, მაგრამ, მიუხედავად ამისა ეს სასმელები ჩუმად იწარმოება ზოგიერთ სახლებსა და ცეხებში.

ირანის კანონმდებლობის მიხედვით, ვინც ალკოჰოლურ სასმელს აწარმოებს, ჰყიდის ან ყიდულობს, თავისუფლების აღკვეთით ისჯება 6 თვიდან 1 წლამდე, ხოლო ამის პარალელურად 74-ჯერ მათრახით იროზგება, ვინც მხოლოდ სვამს,  80-ჯერ იროზგება



მსგავსი ინფორმაციები