ისრაელის ჯარისკაცები ძალადობას აგრძელებნ
დღეს მათ კიდევ 1 ბავშვი მოკლეს
ისრაელის მხრიდან ბლოკირებულ ღაზას სექტორში, ჯარისკაცების მხრიდან გახსნილ ცეცხლს 1 ბავშვი ემსხვერპლა, 41 დაშავდა.
ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ეშრაფ ალ-კუდრამ, ამასთან დაკავშირებით გავრცელებულ წერილობით განცხადებაში აღნიშნა, რომ ღაზის აღმოსავლეთ საზღვართან ორგანიზებული საპროტესტო აქციის დროს, მკერდზე დაჭრილი 15 წლის უსუფ საიდ ჰუსეინ ედ დაიე სავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო 41 კაცი კი დაიჭრა.
2018 წლის 30 მარტის შემდეგ პალესტინელები ღაზა-ისრაელის საზღვარზე ხშირად აწყობენ საპროტესტო გამოსვლას და მათ დასაშლელად ისრაელის ჯარისკაცები ხშირად გადამეტებულ ძალას იყენებენ, რასაც დღემდე 230 პალესტინელი ემსხვერპლა, ხოლო ათასობით კი დაშავდა
მსგავსი ინფორმაციები
სირიის ჩრდილოეთში ათეულობით PKK/YPG-ს ტერორისტი იქნა განეიტრალებული
სირიის ჩრდილოეთში ათეულობით PKK/YPG-ს ტერორისტი იქნა განეიტრალებული