სირიაში 200 ამერიკელი ჯარისკაცი დარჩება

ამის შესახებ სარა სანდერსმა განაცხადა

1150741
სირიაში 200 ამერიკელი ჯარისკაცი დარჩება

 

აშშ-ი აცხადებს, რომ დაახლოებით 200 ამერიკელი ჯარისკაცი სირიაში ჯერ კიდევ დარჩება, ხოლო დანარჩენები კი  დასტოვებენ ამ ქვეყანას.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა სარა სანდერსმა, ორი ქვეყნის პრეზიდენტებს, რეჯეპ თაიპ ერდოღანსა და დონალდ ტრამპს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის დასრულების შემდეგ გაავრცელა წერილობითი განცხადება სირიიდან ამერიკული ჯარის გაყვანის შესახებ და მასში აღნიშნა: "სამშვიდობოების პატარა ჯგუფი, დაახლოებით  200-მდე ჯარისკაცი, სირიაში ჯერ კიდევ დარჩება."

აღსანიშნავია ისიც, რომ სანდერსმა ეს  განცხადება გაავრცელა ერდოღან-ტრამპის შეხვედრის დასრულებისთანავე.

როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასული წლის ბოლოს, კონკრეტულად კი დეკემბერში განაცხადა, რომ სირიაში ტერორისტული ორგანიზაცია დაეში თითქმის მთლიანად დაამარცხეს და ამიტომ ამერიკელ ჯარისკაცებს ამ ქვეყნიდან მთლიანად გაიყვანენ



მსგავსი ინფორმაციები