ქურთი ტერორისტები ტერაქტებსაც აწყობენ

მათი მხრიდან დანაღმული ავტომანქანის აფეთქებას 5 ოპოზიციონერი სამხედრო ემსხვერპლა

1150347
ქურთი ტერორისტები ტერაქტებსაც აწყობენ

 

სირიიდან მიღებული ინფორმაციით, ქურთული ტერ ორგანიზაციის, YPG / PKK-ს ოკუპაციის ქვეშ მყოფი  ქალაქ მენბიჩიდან გამოსული ბომბით დატვირთული ავტომანქანა, ქალაქ ჯერაბლუსის სამხრეთ დასავლეთში მდებარე სოფელ განდურას შესასვლელში მოქმედ საკონტროლო გამშვებ პუნქტთან აფეთქდა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა.

ადგილობრივი სამოქალაქო თავდაცვის წარმომადგენლების განცხადებით, ხუთივე დაღუპული, თავისუფალი სირიის არმიის გამნაღმველები იყვნენ.

მეორეს მხრივ, თურქეთის არმიის მხრიდან განხორციელებული “ზეთისხილის რტოს“ სახელწოდების ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში ტერორისტებისაგან განთავისუფლებულ ქალაქ აფრინში, გუშინ საღამოს, დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა, რასაც 1 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა, 20 დაშავდა



მსგავსი ინფორმაციები