კირკუკში უსაფრთხოების დაცვის მიზნით საერთო ჯარი შეიქმნება
კირკუკში უსაფრთხოების დაცვის მიზნით საერთო ჯარი შეიქმნება
ერაყის ქალაქ, კირკუკში უსაფრთხოების არმია ადგილობრივი პოლიციელებისგან და შიიტური დაჯგუფება, „ჰაშდი შაბი“-საგან შეიქმნება. აღნიშნულის შესახებ, კირკუკის ოპერაციების მეთაურმა გენერალ-ლეიტენანტ, საად ჰარბიემ განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი უახლოეს ხანებში განხორციელდება. გავრცელებული ინფორმაციით, ერაყის ქურთული რეგიონული ხელისუფლების (IKBY) ძალები „ფეშმერგე“ კირკუკსა და სხვა საკამათო რეგიონებში დაბრუნებას აპირებს. საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია, ბაღდადის და ერბილის მთავრობას ჯერ არ დაუდასტურებია. ერაყის პრემიერმინისტრზე დაქვემდებარებულმა 61-ე ბრიგადის სპეციალური ძალების სარდლობამ 5 თებერვალს კირკუკში უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაიწყო. აღნიშნულმა ძალებმა ერაყში, 2017 წლის 16 ოქტომბერს კირკუკში შევიდნენ და ფეშმერგე-ს ძალაუფლება ჩამოართვეს.